საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შესავალი კურსი მუსიკათერაპიაში

4-5-6 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის „ ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი“   გიწვევთ გამოცდილი მუსიკათერაპევტების სუზან მეცნერის და მარინა რაიდტ-ალთუნაშვილის სამუშაო სემინარზე შესავალი კურსი მუსიკათერაპიაში “.

იხილეთ დეტალური პროგრამა:

4 მარტი ( 09 :00სთ- 21 :00სთ) :

·          მუსიკათერაპიის მეთოდების ზოგადი მიმოხილვა ;

·          ლექცია: თეორიული საფუძვლები I ნაწილი ;

·          შემთხვევის გარჩევა: მუსიკალური თერაპია ბავშვებთან (აუტიზმი, განვითარებასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები) ;

·          ლექცია თეორიული საფუძვლები II ნაწილი;

·          მუსიკალური თერაპია მოზრდილებთან დეპრესიული მდგომარეობის დროს ;

·          პრაქტიკა: იმპროვიზაციის ფორმები ჯგუფურ მუსიკათერაპიაში I;

·          დღის რეფლექსია .

5 მარტი ( 09 :00სთ- 21 :00სთ) :

·          მუსიკალური იმპროვიზაციით დღის დაწყება ;

·          ლექცია: თერაპიული ურთიერთობა ;

·          მუსიკალური თერაპია ონკოლოგიური პაციენტებთან ;

·          სემინარი: მუსიკათერაპიით გამოწვეულ ცვლილებებზე მოქმედი ფაქტორები და პროცესები ;

·          პრაქტიკა: იმპროვიზაციის ფორები ინდივიდუალურ მუსიკათერაპიაში ;

·          ლექცია და პრაქტიკული ვარჯიში: რეცეპტული მუსიკათერაპია ;

·          დღის რეფლექსია .

 

მარტი ( 09 :00სთ- 15 :00სთ) :

·          დილის იმპროვიზაცია ;

·          ლექცია: კვლევები მუსიკათერაპიაში ;

·          პრაქტიკა: იმპროვიზაციის ფორმები ჯგუფურ მუსიკათერაპიაში II;

·          დისკუსია და უკუკავშირი მონაწილეებთან ;

·          რეფლექსიური უკუკავშირი .

სამუშაო სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სპეციალისტებს, ვინც იყენებს მუსიკას თერაპიის მიზნით, ასევე პრაქტიკის მქონე მომუშავე ფსიქოლოგებს, ენისა და მეტყველების თერაპევტებს, მუსიკის პედაგოგებს.

სამუშაო ჯგუფში  20 ადგილია.

ყოველ სამუშაო დღეს გათვალისიწინებულია ლანჩი, ჩაი, ყავა.

საფასური : 140 ლარი.

მონაწილეები მიიღებენ სემინარზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

მსურველებმა 28 თებერვლამდე გადამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე  მეილზე:   salome.chitishvili@tsu.ge

შერჩეულ კანდიდატებს  მეილზე გაეგზავნებათ ინფორმაცია თანხის გადახდასთან დაკავშირებით.

პროგრამა


თარიღი: 14/02/2020